რუსეთში „კოვიდ-19“-ის ლეტალური შემთხვევების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა
რუსეთში „კოვიდ-19“-ის ლეტალური შემთხვევების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის ლეტალური შემთხვევების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში ვირუსით 808 ადამიანი დაიღუპა, რაც პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

რუსეთში დღე-ღამის განმავლობაში ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 21 932 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე რუსეთში „კოვიდ-19“-ის ლაბორატრიულად დადასტურებული 6 მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 168 049 ადამიანი.