რუსეთში „კოვიდ-19“-ის დაინფიცირებულთა რიცხვმა 3 მილიონს გადააჭარბა
რუსეთში „კოვიდ-19“-ის დაინფიცირებულთა რიცხვმა 3 მილიონს გადააჭარბა

რუსეთში „კოვიდ-19“-ის დაინფიცირებულთა რიცხვმა 3 მილიონს გადააჭარბა. ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთში „კოვიდ-19“ 29 259 პირს დაუდასტურდა, 28 185 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 567 გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 3 021 964 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის 2 426 439 გამოჯანმრთელდა, ხოლო 54 226 გარდაიცვალა.