რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 8 702 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 337 ადამიანი დაიღუპა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, რუსეთში „კოვიდ-19“-ის 4 641 390 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 102 986 ადამიანი.