რუსეთში 24 საათში „კოვიდ-19“-ის 5200 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით129 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსეთის მთავრობის მიერ გავრცელებული მონაცემების მიხედვით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 882 347 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 14 854 ადამიანი.