რუსეთში „კოვიდ-19“-ის 24 439 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
რუსეთში „კოვიდ-19“-ის 24 439 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 24 439 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც 15 იანვრის შემდეგ მაქსიმალური მაჩვენებელია. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყების შემდეგ რუსეთში კორონავირუსული ინფექციით გამოწვეული დაავადება 5 585 799 ადამიანს დაუდასტურდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ს 697 ადამიანი ემსხვერპლა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ახალი მაქსიმალური მაჩვენებელია. საერთო ჯამში რუსეთში „კოვიდ-19“-ით 137 262 ადამიანი დაიღუპა.