რუსეთში „კოვიდ-19“-ის 12 828 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
რუსეთში „კოვიდ-19“-ის 12 828 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 12 828 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც 9 ოქტომბრის შემდეგ ყველაზე დაბალი მონაცემია.

ქვეყანაში ბოლო დღე-ღამეში ვირუსისგან 17 919 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 467 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში „კოვიდ-19“-ის 4 112 151 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 81 446 ინფიცირებული გარდაიცვალა.

ამასთან, ქვეყანაში ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 3 642 582-ს შეადგენს.

რუსეთი კორონავირუსის გავრცელების კუთხით, მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა.