რუსეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 90 ათასს გადააჭარბა. შესაბამის ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირების 9 079 შემთხვევა გამოვლინდა, რაც პირველი ოქტომბრის შემდეგ ყველაზე დაბალი მონაცემია. საბოლოო ჯამში, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 4 351 553 შეადგინა. „კოვიდ-19“-ის გავრცელების კუთხით, რუსეთი მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა.
ქვეყანაში ბოლო დღე-ღამეში ვირუსისგან 13 350 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 466 პაციენტი კი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსისგან 3 945 527 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 90 275 პაციენტი კი დაიღუპა.