რუსეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა ათი ათასს გადააჭარბა. ამის შესახებ განცხადება ინფექციურ დაავადებასთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში გააკეთეს. მათივე ცნობით, ბოლო 24 საათში ვირუსი 1 459 ადამიანს დაუდასტურდა. ვირუსის შემთხვევები აღრიცხულია ქვეყნის 81 რეგიონში.
ამასთან, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში „კოვიდ-19“-ით 13 ადამიანი გარდაიცვალა.
საერთო ჯამში, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე რუსეთში ვირუსის შედეგად 76 ადამიანი დაიღუპა.