რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 93-მდე გაიზარდა
რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 93-მდე გაიზარდა

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 93-მდე გაიზარდა.

ქვეყანაში, ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 30 ახალი შემთხვევა აღრიცხეს. ამის შესახებ განცხადება რუსეთის ვიცე-პრემიერმა ტატიანა გოლიკოვმა გააკეთა.

მისივე თქმით, ოთხი ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. ამასთან, 79 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია, მათგან 57-ს დაავადების მსუბუქი ფორმა აქვს, ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

ამასთან, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოსკოვში სკოლები, სპორტული და საგანმანათლებლო წრეები 21 მარტიდან 12 აპრილამდე დაიხურება.

როგორც მოსკოვის მერი აცხადებს, მშობლების მოთხოვნით, სკოლებში პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით შეიქმნება მცირე სამორიგეო ჯგუფები.