რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 7 099 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის, 2 829 უსიმპტომო აღმოჩნდა.
რუსეთში ინფიცირებულთა რიცხვი 106 498-ს შეადგენს. 101-ით გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვიც და რუსეთში ახლა 1 073 ფატალური შემთხვევა ფიქსირდება.
ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსისგან სულ 11 619 პაციენტი გამოჯანმრთელდა.