რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 47 ათასს აღემატება. ბოლო 24 საათში ქვეყანაში „კოვიდ 19“-ს 44 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 29 მოსკოვში გარდაიცვალა.
საერთო ჯამში, ვირუსით 405 ადამიანია დაღუპული. გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 4268 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.