რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ შვიდ მილიონს გადააჭარბა
რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ შვიდ მილიონს გადააჭარბა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 18 645 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 15 256 პირი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით 793 პაციენტი გარდაიცვალა.

ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

5 სექტემბრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში კორონავირუსის 7 012 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 6 270 000-ს აჭარბებს.

რუსეთში ვირუსით სულ 187 200 პაციენტი გარდაიცვალა.