რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 7 212-ით გაიზარდა, რაც 23 ივნისის შემდეგ, ერთ დღეში გამოვლენილი ყველაზე მაღალი რიცხვია.
ახალი შემთხვევების 50 პროცენტი დედაქალაქზე მოდის. დღეისთვის „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი ქვეყანაში უკვე 1 136 048 ადამიანს აქვს დადგენილი.
ვირუსს ბოლო 24 საათში 108 ადამიანი ემსხვერპლა, ეპიდემიის გავრცელების შემდეგ კი, 20 056 ადამიანი დაიღუპა.