რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 7 212-ით გაიზარდა

12:43, 25.09.2020

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 7 212-ით გაიზარდა, რაც 23 ივნისის შემდეგ, ერთ დღეში გამოვლენილი ყველაზე მაღალი რიცხვია.

ახალი შემთხვევების 50 პროცენტი დედაქალაქზე მოდის. დღეისთვის „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი ქვეყანაში უკვე 1 136 048 ადამიანს აქვს დადგენილი.

ვირუსს ბოლო 24 საათში 108 ადამიანი ემსხვერპლა, ეპიდემიის გავრცელების შემდეგ კი, 20 056 ადამიანი დაიღუპა.

მსგავსი