რუსეთში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა
რუსეთში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

რუსეთში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა.

რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 23 378 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 18 411 პირი კი გამოჯანმრთელდა.

გასული დღე ღამის განმავლობაში ვირუსით 737 პაციენტი გარდაიცვალა, რაც რუსეთში პანდემიის დაწყების დღიდან გარდაცვალების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

6 ივლისის მონაცემებით, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 417 504 შეადგენს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 5 658 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 5 101 000-ს აჭარბებს.

რუსეთში ვირუსით სულ 139 316 პაციენტი გარდაიცვალა.