რუსეთში 2 700-ზე მეტი კოვიდინფიცირებული მძიმე მდგომარეობაშია. ამის შესახებ განცხადება რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა, მიხაილ მურაშოკომ გააკეთა.
მისი თქმით, რუსეთის საავადმყოფოებში ამჟამად ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 80 000 პაციენტი მკურნალობს.
ბოლო 24 საათში რუსეთში ვირუსის 4 829 შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში „კოვიდ-19“-ის შემთხვევათა რიცხვმა 980 405 შეადგინა.
ბოლო დღე-ღამეში გარდაიცვალა 110 ადამიანი. სულ პანდემიას რუსეთში 16 914 პაციენტი ემსხვერპლა.