რუსეთში კორონავირუსის შედეგად გარდაცვალების რეკორდული ყოველდღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა
რუსეთში კორონავირუსის შედეგად გარდაცვალების რეკორდული ყოველდღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსის შედეგად 752 ადამიანი გარდაიცვალა. ეს პანდემიის დაწყებიდან დღემდე რუსეთში ყოველდღიურად აღრიცხული სიკვდილიანობის რეკორდული მაჩვენებელია.

როგორც ქვეყანაში კორონვირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში განაცხადეს, სულ რუსეთში პანდემიის პერიოდში „კოვიდ-19“-ს 142 253 ადამიანი ემსხვერპლა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში რუსეთში ვირუსი კიდევ 25 082 ადამიანს დაუდასტურდა. ამრიგად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია კორონავირუსის 5 758 300 შემთხვევა.

ამჟამად რუსეთში ვირუსით დაავადებული 433 210 ადამიანია აღრიცხული.