რუსეთში კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ვირუსის ახალი სახეობა ბრიტანეთიდან დაბრუნებულ ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელის, ანა პაპოვას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამი ერთ ადამიანს დაუდასტურა.
კორონავირუსის ახალი შტამი პირველად დიდ ბრიტანეთში აღმოაჩინეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვირუსის ახალი სახეობა „კოვიდ-19“-თან შედარებით უფრო გადამდებია.