რუსეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული მატება დაფიქსირდა
რუსეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული მატება დაფიქსირდა

რუსეთის ფედერაციაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი ტიპის კორონავირუსი 1,786 პირს დაუდასტურდა.

18-ით გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვიც, რომელიც ახლა 94-ს შეადგენს.

ინფორმაციას „როიტერსი“ რუსეთის კორონავირუსის კრიზისზე რეაგირების ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის გავრცელების შემდეგ, ეს ზრდის რეკორდული მაჩვენებელია.

ბოლო მონაცემებით რუსეთში ინფექციის სულ 11,917 შემთხვევაა დადგენილი.