რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 9 908 შემთხვევა გამოვლინდა, 475 პაციენტი გარდაიცვალა.
ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
13 მარტის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 4 380 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3 985 000-ს აჭარბებს.
ამასთან, რუსეთში ვირუსით სულ 91 695 პაციენტი გარდაიცვალა.