რუსეთში კორონავირუსის 9 289 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 401 ადამიანი
რუსეთში კორონავირუსის 9 289 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 401 ადამიანი

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 9 289 შემთხვევა გამოვლინდა, 9 250 პირი გამოჯანმრთელდა, 401 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

29 მაისის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 5 053 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4 670 000-ს აჭარბებს.

რუსეთში ვირუსით სულ 120 807 პაციენტი გარდაიცვალა.