რუსეთში კორონავირუსის 8 709 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 386 ადამიანი
რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 8 709 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 386 ადამიანი გარდაიცვალა.
ინფორმაციას კორონავირუსთან ბრძოლის ე.წ. ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, რუსეთში ვირუსის 4 992 554 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, დაღუპულია 118 125 ადამიანი.