რუსეთში კორონავირუსის 8 709 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 386 ადამიანი

12:43, 22.05.2021

რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 8 709 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 386 ადამიანი გარდაიცვალა.

ინფორმაციას კორონავირუსთან ბრძოლის ე.წ. ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, რუსეთში ვირუსის 4 992 554 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, დაღუპულია 118 125 ადამიანი.

მსგავსი