რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 277 შემთხვევა გამოვლინდა, 409 პაციენტი გარდაიცვალა.
ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
30 მარტის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 4 მილიონ 536 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4 მილიონ 155 ათასს აჭარბებს. რუსეთში ვირუსით სულ 98 442 პაციენტი გარდაიცვალა.