რუსეთში კორონავირუსის 5 841 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 2 624 უსიმპტომო.
ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებულთა რიცხვი 99 399-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ქვეყანაში 108 ადამიანი გარდაიცვალა და ფატალური შემთხვევების რიცხვი ახლა 972-ს აღწევს.
გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 1830-ით გაიზარდა და ახლა 10 286-ს შეადგენს. ინფორმაციას „ტასი“ ავრცელებს