რუსეთში კორონავირუსის 41 335 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 188 პაციენტი
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 41 335 შემთხვევა გამოვლინდა, 29 201 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 1 188 პაციენტი.
ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
6 ნოემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსის 8 755 930 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 7 535 172 პაციენტი გამოჯანმრთელდა.