რუსეთში კორონავირუსის 40 993 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 158 ადამიანი
რუსეთში „კოვიდ 19“-ით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა.
რუსული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ 19“-ით ინფიცირების 40 993 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ბოლო ერთ დღეში რუსეთში კორონავირუსული ინფექციისგან გამოწვეულ დაავადებას 1 158 ადამიანი ემსხვერპლა.
პანდემიის დაწყების შემდეგ რუსეთში საერთო ჯამში „კოვიდ 19“-ით ინფიცირების 8 513 790 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 238 538 დაიღუპა, 7 358 539 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.
ქვეყნის დედაქალაქ მოსკოვში ბოლო ერთ დღეში „კოვიდ 19“-ით 7 603 ადამიანი დაინფიცირდა, 94 ადამიანი კი დაიღუპა.