რუსეთში კორონავირუსის 40 123 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 235 პაციენტი
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 40 123 შემთხვევა გამოვლინდა, 33 645 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 1 235 პაციენტი.
ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
12 ნოემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსის 8 992 595 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 7 720 962 პაციენტი გამოჯანმრთელდა.