რუსეთში კორონავირუსის 39 400 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 190 პაციენტი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 39 400 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 25 582 ადამიანი.
ამასთან, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით 1 190 პაციენტი გარდაიცვალა.
ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
8 ნოემბრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში კორონავირუსის 8 834 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 7 587 000-ს აჭარბებს.
რუსეთში ვირუსით 248 004 პაციენტი გარდაიცვალა.