რუსეთში კორონავირუსის 39 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 179 პაციენტი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 39 165 შემთხვევა გამოვლინდა, 26 806 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 1 179 პაციენტი.
ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
7 ნოემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსის 8 795 095 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 7 561 978 პაციენტი გამოჯანმრთელდა.