რუსეთში კორონავირუსის 39 008 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 178 პაციენტი
რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 39 008 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 30 905 ადამიანი.
ამასთან, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით 1 178 პაციენტი გარდაიცვალა, რაც პანდემიის გამოცხადების დღიდან ვირუსით გარდაცვალების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.
ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
2 ნოემბრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში კორონავირუსის 8 593 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 7 412 000-ს აჭარბებს.
რუსეთში ვირუსით სულ 240 871 პაციენტი გარდაიცვალა.