რუსეთში კორონავირუსის 38 823 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 219 პაციენტი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 38 823 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 29 821 ადამიანი.
ამასთან, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით 1 219 პაციენტი გარდაიცვალა.
ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
14 ნოემბრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში კორონავირუსის 9 070 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 7 784 000-ს აჭარბებს.
რუსეთში ვირუსით 255 386 პაციენტი გარდაიცვალა.