რუსეთში კორონავირუსის 37 678 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 075 პაციენტი
რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 37 678 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 26 077 ადამიანი.
ამასთან, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით 1 075 პაციენტი გარდაიცვალა.
ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
23 ოქტომბრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში კორონავირუსის 8 205 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 7 143 000-ს აჭარბებს.
რუსეთში ვირუსით სულ 229 528 პაციენტი გარდაიცვალა.