რუსეთში კორონავირუსის 37 156 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 254 ინფიცირებული
რუსეთში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. ხელისუფლების ოფიციალური სტატისტიკით, ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 1 254 ადამიანი გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში რუსეთში „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 37 156 პირს, 37 004 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.
19 ნოემბრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის ცხრა მილიონ 257 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა შვიდ მილიონ 956 ათასს აჭარბებს.
რუსეთში პანდემიის პერიოდში ვირუსით სულ 261 589 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულია 58 მილიონამდე ადამიანი.