რუსეთში კორონავირუსის 36 970 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 252 პაციენტი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 36 970 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 32 504 ადამიანი.
ამასთან, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით 1 252 პაციენტი გარდაიცვალა.
ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
21 ნოემბრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში კორონავირუსის 9 331 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 8 024 000-ს აჭარბებს.
რუსეთში ვირუსით 264 095 პაციენტი გარდაიცვალა.