რუსეთში კორონავირუსის 35 681 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 241 პაციენტი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 35 681 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 28 713 ადამიანი.
ამასთან, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით 1 241 პაციენტი გარდაიცვალა.
ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
22 ნოემბრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში კორონავირუსის 9 336 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 8 053 000-ს აჭარბებს. რუსეთში ვირუსით 265 336 პაციენტი გარდაიცვალა.