რუსეთში კორონავირუსის 34 303 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 997 ადამიანი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 34 303 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის გამოცხადების დღიდან ვირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყანაში. გამოჯანმრთელდა 18 717 პირი, 997 ადამიანი კი გარდაიცვალა.
ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
17 ოქტომბრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში კორონავირუსის 7 992 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 7 000 000-ს აჭარბებს.
რუსეთში ვირუსით სულ 223 312 პაციენტი გარდაიცვალა.