რუსეთში კორონავირუსის 3 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
რუსეთში კორონავირუსის 3 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ბოლო 24 საათის განმავლობაში 3 448 -ით გაიზარდა. სულ ქვეყანაში კორონავირუსის უკვე 27 938 ადამიანს აქვს დადასტურებული.

ინფორმაციას „ტასი“ რუსეთის კორონავირუსის კრიზისზე რეაგირების სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვიც, რომელიც ახლა 232-ს აღწევს. გამოჯანმრთელებულია 2 304 პაციენტი.