რუსეთში კორონავირუსის 29 362 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 968 ადამიანი
რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 968 ადამიანი დაიღუპა, რაც ამ დრომდე დაფიქსირებული ლეტალური შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
რეკორდულად მაღალია ვირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობაც. გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 29 362 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ასეთი მაღალი მაჩვენებელი ქვეყანაში 24 დეკემბერს დაფიქსირდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე რუსეთში „კოვიდ-19“-ის 7 746 718 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 215 453 ადამიანი.