რუსეთში კორონავირუსის 28 647 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 962 ადამიანი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 28 647 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 17 274 პირი. ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსით 962 ადამიანი გარდაიცვალა.
ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
10 ოქტომბრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში კორონავირუსის 7 775 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 6 858 000-ს აჭარბებს.
რუსეთში ვირუსით სულ 216 415 პაციენტი გარდაიცვალა.