რუსეთში კორონავირუსის 28 284 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 552 პაციენტი კი გარდაიცვალა
რუსეთში „კოვიდ-19“-ის 28 284 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 24 390 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 552 პაციენტი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილია ინფიცირების 3 მილიონზე მეტი შემთხვევა.
მათ შორის 2 450 829 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 54 778 ადამიანი გარდაიცვალა.