რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 25 142 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც მიმდინარე წლის 2 იანვრის შემდეგ ვირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსისგან 15 484 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 663-ით გაიზარდა.
ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
4 ივლისის მონაცემებით, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 404 115 შეადგენს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 5 610 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 5 068 000-ს აჭარბებს.
რუსეთში ვირუსით სულ 137 925 პაციენტი გარდაიცვალა.