რუსეთში კორონავირუსის 25 110 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 895 ადამიანი
რუსეთში „კოვიდ 19“-ის მსხვერპლთა რაოდენობა ბოლო ერთ დღეში რეკორდულად გაიზარდა. რუსული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციისგან გამოწვეულ დაავადებას 895 ადამიანი ემსხვერპლა.
პანდემიის დაწყების შემდეგ, რუსეთში „კოვიდ 19“-ის მსხვერპლთა რაოდენობამ 211 696-მიაღწია.
5 ოქტომბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსის 7 637 427 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 6 759 059 პაციენტი გამოჯანმრთელდა.