რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 23 564 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 20 485 პირი.
ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნაში კორონავირუსით 794 პაციენტი გარდაიცვალა.
ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
30 ივლისის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში კორონავირუსის 6 242 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 5 588 000-ს აჭარბებს.
რუსეთში ვირუსით სულ 157 771 პაციენტი გარდაიცვალა.