რუსეთში კორონავირუსის 22 160 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 769 ადამიანი
რუსეთში კორონავირუსის 22 160 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 769 ადამიანი

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 22 160 შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 769 ადამიანი დაიღუპა.

ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, რუსეთში ვირუსის 6 469 910 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 165 650 ადამიანი.