რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 22 144 შემთხვევა გამოვლინდა, 19 550 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“- ით გარდაიცვალა 819 პაციენტი. ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
14 აგვისტოს მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსის 6 579 212 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 5 867 890 პაციენტი გამოჯანმრთელდა.