რუსეთში კორონავირუსის 21 379 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 828 ადამიანი
რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 828 ადამიანი გარდაიცვალა.
ხელისუფლების ოფიციალური სტატისტიკით, ბოლო 24 საათში რუსეთში „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 21 379 პირს, 15 828 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.
24 სექტემბრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 7 376 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 6 574 000-ს აჭარბებს.
რუსეთში პანდემიის პერიოდში ვირუსით სულ 202 273 პაციენტი გარდაიცვალა.