რუსეთში კორონავირუსის 20 765 შემთხვევა გამოვლინდა, 806 პაციენტი გარდაიცვალა
რუსეთში კორონავირუსის 20 765 შემთხვევა გამოვლინდა, 806 პაციენტი გარდაიცვალა

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 20 765 შემთხვევა გამოვლინდა, 15 601 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“- ით გარდაიცვალა 806 პაციენტი. ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

16 აგვისტოს მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსის 6 621 601 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 5 899 917 პაციენტი გამოჯანმრთელდა.