რუსეთში მესამე დღეა, „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რიცხვი ყოველდღიურად 20 ათასს აღემატება.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთში „კოვიდ-19“-ის 20 498 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 492 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 286 ადამიანი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე რუსეთში გამოვლენილია დაინფიცირების 1 774 334 შემთხვევა, გამოჯანრმთელებულთა რიცხვი 1 324 419-ს აღწევს, ხოლო ლეტალური შემთხვევების რიცხვი 30 537 -ს შეადგენს.