რუსეთის ფედერაციაში „კოვიდ 19“ კიდევ 2 186 პაციენტს დაუდასტურდა. დაღუპულთა რიცხვი 24-ით გაიზარდა. ქვეყანაში პირველი შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ ეს ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ინფორმაციას „როიტერი“ რუსეთის კორონავირუსის კრიზისზე რეაგირების ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკანასკნელი მონაცემებით, რუსეთში „კოვიდ-19“ სულ 15 770 ადამიანს დაუდგინა, მათ შორის 130 გარდაიცვალა.